ბოლო განახლება: 26.11.2026
TEQPOINT არის სპეცტექნიკის გაქირავების შუამავალი საქართველოში. კონტაქტი: +995 591 05 11 46.
მხოლოდ იმას, რასაც თავად შეიყვანთ განაცხადის ფორმაში: ტელეფონის ნომერი, სახელი ან კომპანია, ლოკაცია (მისამართი და, თუ მონიშნავთ, წერტილი რუკაზე), თარიღი, სამუშაოს აღწერა და დღგ-იანი ინვოისის საჭიროება. საიტი არ იყენებს სარეკლამო cookie-ებს. ვიზიტების ანონიმური სტატისტიკისთვის შეიძლება გამოვიყენოთ Cloudflare Web Analytics, რომელიც cookie-ებს არ იყენებს.
თქვენთან დასაკავშირებლად, ფასის დასაზუსტებლად, შესაფერისი ტექნიკის მოსაძებნად და შეკვეთის შესასრულებლად. შემსრულებელს (ტექნიკის მფლობელს ან ოპერატორს) გადავცემთ მხოლოდ იმას, რაც შეკვეთის შესრულებას სჭირდება, მაგალითად ლოკაციას, დროს და საკონტაქტო ნომერს.
თქვენს ნომერს არ ვყიდით და სარეკლამო შეტყობინებებს თქვენი თანხმობის გარეშე არ ვგზავნით.
განაცხადი ინახება Google Sheets-ში (Google) და შეტყობინების სახით მიდის ჩვენს სამუშაო Telegram ჩატში. თუ WhatsApp-ით მოგვწერთ, მიმოწერა ინახება WhatsApp-ში.
შეკვეთის დასრულებიდან არაუმეტეს 2 წლისა, თუ კანონი უფრო ხანგრძლივ შენახვას არ მოითხოვს (მაგალითად, საბუღალტრო დოკუმენტები).
შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია იმაზე, რა მონაცემები გვაქვს თქვენ შესახებ, მათი გასწორება ან წაშლა. დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებულ ნომერზე. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
მთავარ გვერდზე